logo
ENG



აზერბაიჯანელი მწვრთელი, რომელიც რუსეთში სომხეთის თხოვნით დააკავეს, გაათავისუფლეს

21 თებ 202422:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/sn4djngic0pxc6x.png

აზერბაიჯანელი მწვრთნელი, რომელიც მოსკოვში სომხეთის თხოვნით დააკავეს, გაათავისუფლეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

ქამილ ზეინალი დომოდედოვის აეროპორტში 21 თებერვალს დააკავეს. ამის შესახებ მწვრთნელმა ინფორმაცია ვიდეომიმართვით გაავრცელა. 

ზეინალს სომხეთი 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული. 

რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს სომხეთის შს სამინისტროს პრესსპიკერმა განუცხადა, რომ ზეინალს მკვლელობას ედავებიან. მედიების ცნობით კი, მას  სომხეთი 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს ორი ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებს.  

 

close დახურვა