ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები შეათანხმა, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირში შესულ სომხურ საქონლის დაახლოებით 80%-ზე იმპორტის საბაჟო გადასახადები ორი წლის ვადით გაუქმდება. ევროპული საბჭოს ცნობით, ინიციატივას ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში დაამტკიცებს.
ახალი რეგულაციით, ტარიფები აღარ გავრცელდება სომხური ახალი ბოსტნეულის, ხილისა და მცენარეების 99%-ზე, რომლებიც მანამდე ძირითადად რუსულ ბაზარზე გადიოდა, ასევე სასმელებისა და ალკოჰოლის 91%-ზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ერევნის მხარდაჭერას მოსკოვის მიერ დაწესებული ექსპორტის შეზღუდვების საპასუხოდ.
რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ევროინტეგრაციულ განცხადებებს მოაყოლა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ იტოვებენ დამცავი ზომების გამოყენების უფლებას, თუ სომხური იმპორტი ევროპელ მწარმოებლებს უარყოფით გავლენას მიაყენებს.
