logo
ENG



აირწინაღები და თევზი - გაბედემ ფოთის საკრებულოსთან აქცია გამართა

29 იან 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

ხმაურია იყო დღეს ფოთის საკრებულოსთან, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევდნენ. „გაბედეს“ წევრები იქ  ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამოვნო სუნის გასაპროტესტებლად აირწინაღებით მივიდნენ და სიმბოლურად თევზი მიიტანეს.

მათი თქმით, ერთ-ერთი ქარხანა, საიდანაც უსიამოვნო სუნი ვრცელდება, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ხახუბიას ეკუთვნის. მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით კი ხახუბიას ქარხანა საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ეს აქცია ოპოზიციის მიერაა მართული. მოგვიანებით აქციის მონაწილეები საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევიდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.


close დახურვა