logo
ENG



აკრძალული კითხვები - შაბათის ფორმულა

04 მარ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ეთაყვანებით პუტინს? ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ხელისუფლებას პირადად დაუსვამდნენ, თუ ამის უფლება ექნებოდათ. კითხვები, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, საქართველოს გასაბჭოების გადამწყვეტ ეტაპზე, გვინდოდა ჩვენ დაგვესვა მმართველი პარტიის წევრებისთვის. ამიტომ, შაბათის ფორმულამ ჩაატარა ექსპერიმენტი, უპასუხებდნენ თუ არა ქართული ოცნების და მათი სატელიტი პარტიის წევრები, ჩვენი მოქალაქეების შეკითხვებს. მაყურებელმა უკვე იცის, რომ პირველი მარტიდან პარლამენტში, ჟურნალისტებს ინდივიდუალურად კითხვის დასმა, ოფიციალურად აეკრძალა. ვის ემალება უმრავლესობა, ჟურნალისტებს თუ ხალხს, რომლებსაც მათთან ბევრი და მწვავე კითხვა აქვთ. შაბათის ფორმულა დეპუტატებთან სწორედ ამ მოქალაქეების კითხვებით მივიდა.


close დახურვა