logo
ENG



ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმუშავებს

10 სექ 202413:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/10/4a881cboj4wmghe.jpg
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

თბილისის მერიის ცნობით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

"ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც"- ნათქვამია განცხადებაში.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

 

close დახურვა