logo
ENG



კალაძის თქმით, თბილისის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით იზრდება

29 იან 202613:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/29/n29pzzvk9pcq86j.jpeg

ქართული ოცნების თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით იზრდება. ეს კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

"წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა"- თქვა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, რომ მიმდინარე თვეში, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მილიონი ლარი.

ოცნების მერმა, "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში შესულ კიდევ ერთ ცვლილებაზე ისაუბრა.

ოცნების მერმა 2026 წლის თბილისის ბიუჯეტის გადანაწილების გეგმაზე ისაუბრა:

  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 68 292 800 ლარი;  
  •  ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 123 719 200 ლარი;
  • ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 15 742 500 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 349 000 ლარი;
  •  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 6 411 300 ლარი;
  • დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 847 700 ლარი; განათლება - 51 209 800 ლარი;
  • კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 18 182 400 ლარი;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3 361 500 ლარი;
  • თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 1 303 900 ლარი.
  • მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია - 18 მლნ ლარი;
  • დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია - 5 მლნ ლარი;
  • 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია - 11,4 მლნ ლარი;
  • კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა - 10 მლნ ლარი;
  • მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი;
  • ფილტვის სკრინინგი - 3 მლნ ლარი.

close დახურვა