logo
ENG



ალბანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული ქალი საქართველოში ცხოვრობდა

07 სექ 202218:33
3 წუთის საკითხავი
 
ალბანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული ქალი საქართველოში ცხოვრობდა

22 აგვისტოს ალბანეთში სამხედრო ნაწილში შეპარვის დროს რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ჯაშუშობა ედებათ.

ერთ-ერთი მათგანი, რუსი ქალი, ფსევდონიმით ლანა სატორია. ის საჯაროდ ცნობილი იყო, როგორც ბლოგერი და საბჭოთა არქიტექტურით დაინტერესებული ფოტოგრაფი და დაკავების შემდეგაც ირწმუნება, რომ ალბანეთის სამხედრო ნაწილში თავისი ბლოგისთვის შეიპარა. 

როგორც გაირკვა, ლანა სატორი დაკავებამდე თბილისში ცხოვრობდა. პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ ეს დღეს შემთხვევით აღმოაჩინა. 

"საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს, ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი "ტურისტი" საქართველოში.

რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც.

ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ". - წერს ზურაბ ბატიაშვილი. 

ლანა სატორის ინსტაგრამის გვერდზე საქართველოში გადაღებული არაერთი ფოტო დევს. აქვეა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. 

ქალის ინსტაგრამიდან ისიც ირკვევა, რომ მან 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურა.

 


close დახურვა