logo
ENG



ალექსანდრე ბარამიძე: ესაა კორუმპირებული და ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანების გუნდი

14 ნოე 201916:50
3 წუთის საკითხავი
 
zke4qtgwjtrdddm.jpg

"სცენარი ისაა, რომ ივანიშვილმა ჩააგდო თავისი მორჩილი ძალის მეშვეობით ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რასაც ყველა მხარს უჭერდა,"-ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მიმდინარე მოვლენები. 

მისი თქმით, ეს მაინც არაა დასასრული და საბოლოო გადაწყვეტილება მოსახლეობაზეა.

"თუმცა ეს არაა დასასრული, რადგან საბოლოო გადამწყვეტია ხალხი, რომელმაც ხელისუფლებას უნდა აჩვენოს ძალა. "ქართული ოცნებაა" ესაა კორუმპირებული და ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანების გუნდი, რომელიც ყველანაირ დავალებას ასრულებს. ივანიშვილს წერილს რაც შეეხება, ეს არის სამარცხვინო და უტიფრობა. თავის მორჩილებს თუ ატყუებს ისევ ამით, თორემ სხვას ვერავის მოატყუებს,"- აღნიშნავს ბარამიძე..


close დახურვა