ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის გეგმა ჩაშალა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბოლო პერიოდში ბელარუსში გარკვეული ძალები გააქტიურდნენ და მაიდნის მოწყობას ცდილობდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ მათი შეჩერება შეძლო.
ლუკაშენკოს ამ განცახდებას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია მინსკში, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის დაკავებას მოყვა. ვიქტორ ბაბარიკო შვილთან ერთად იმ დროს აიყვანეს, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა ხელმოწერების ჩასაბარებლად მიდიოდა.
გამოძიება მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. ბრალდებებს კი ბაბარიკო პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მისი გათავისუფლებისკენ ბელარუსის ხელისუფლებას უკვე მოუწოდა ევროკავშირმა. ოფიციალურ განცხდებაში ნათქვამია, მინსკმა კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცეს.