logo
ENG



ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა

23 აპრ 202116:25
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია ნავალნის Instagram-ზე გავრცელდა. 

როგორც ნავალიმ აღნიშნა, შიმშილობის შეწყვეტა ექიმების განცხადების შემდეგ გადაწყვიტა. 

"ექიმებმა, რომლებსაც სრულად ვენდობი, გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომ ჩვენ საკმარისს მივაღწიეთ იმისათვის, რომ შიმშილობა შევწყვიტო. და გულახდილადაც გეტყვით, მათმა სიტყვებმა, რომ ანალიზების მიხედვით: "მინიმალურ დროში სამკურნალო აღარავინ იქნება", ყურადღების ღირსია", - წერს ალექსეი ნავალნი

მანამდე, ნავალნის ექიმი, იაროსლავ აშიხმინი ამბობდა, რომ ციხეში პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს. 

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა.

რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.  

მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვით ადრე, ნოვიჩკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. 


close დახურვა