logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 29.10.2019

29 ოქტ 201909:51
3 წუთის საკითხავი
 
6pg0mtvrfj6g0vi.jpg

ჰაკერული თავდასხმა ქართულ საიტებზე ათასობით ქართულ ვებ-გვერდზე

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ამ დროისთვის მხოლოდ საიტების ნაწილია აღდგენილი. ქართულ საიტებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე წერს BBC. პროსერვისის ინფორმაციით, რომლის სერვერებსაც ჰაკერები დაესხნენ თავს, 15 ათასი ვებ-გვერდი გაითიშა და კიბერთავდასხმა ბოლომდე მოგერიებული არ არის. ჰაკერები თავს დაესხნენ როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო და მედიების ვებ-გვერდებს, სადაც ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოსახეს, წარწერით: "მე დავბრუნდები!" გამოძიება დაწყებულია და მომხდარის მიზეზები ამ დრომდე არავინ იცის. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს.

 

საპატრიარქოს სკანდალი

 

ხელისუფლებისა და მღვდელმსახურების მიმართ სკანდალური ბრალდებების/განცხადებრბის შემდეგ, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობოდან გადადგომამ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლრნებზე უფრო მეტი კითხვა გააჩინა. დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. ადვოკატი მეუფე იაკობის სკანდსლურ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრებს. მიხეილ რამიშვილი ასევე განიხილავს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესებს, კერძოდ - მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომას, ციანიდის საქმეს, დეკანოზის წერილსა და გიორგი მამალაძის შეწყალების თემა.

 

 

 

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.

 

 

 

„გირჩის“ და „შმაქსისტების“ აქცია

 

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ საავტომობილო მსვლელობით გადაინაცვლებენ. ისინი „შმაქსისტების“ დაშინებასა და დაჯარიმებას აპროტესტებენ. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა, გაუქმდეს ჯარიმები. გარდა ამისა, დღეს ტაქსის რეფორმის გაუქმებასაც მოითხოვენ.

 

ევროპა ნოსტრას გრანპრი

პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის პროგრამის ფარგლებში, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის - ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს. კონკურსში საქართველოს მიერ წარდგენილი, მუცოს რეაბილიტაციის პროექტიცაა, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში ხევსურეთში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსია

დღეს გაირკვევა, მიიღებს თუ არა მუცოს აღდგენის პროექტი ევროპა ნოსტრას გრანპრის.

 

IDFI-ის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

 

ინფორმაციის თვისუფლებისა და განვითრების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

 

 

 

 

ევროსაბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია

 

ევროპის საბჭო დღეს ახალი ორწლიანი პროექტის -  „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა" პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას ესწრებიან შსს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

 

 

 

 


close დახურვა