logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 04.02.2020

04 თებ 202010:11
3 წუთის საკითხავი
 
qgumcbtux6s7h8w.jpg

ბაღდათის ტრაგედიის გამო პარლამენტთან აქცია/პიკეტი გაუქმდა

3 თებერვალს, ღამით, ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანის, მათ შორის, 4 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხცერპლა. ამის გამო დღეს პარლამენტთან დაგეგმილი ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაუქმდა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტს მოუწოდა, გააუქმონ დღევანდელი სხდომა: "ენითაღუწერელი ტრაგედიის ფონზე, ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა. დღევანდელი პიკეტი და აქცია გაუქმებულია. მოვუწოდებ პარლამენტს, გადაიდოს დღევანდელი სხდომა".

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაა დაგეგმილი.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრიფინგი კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მცნიერების დარგში პაატა იმნაძე დღეს მედიას მიაწვდიან ინფორმაციას ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ.

 

აქცია პროკურატურასთან შოთაძის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ორგანიზებით, გენერალურ პროკურატურასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან დღევანდელ გასაუბრებას უკავშირდება. ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

 

სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მოქალაქე გიორგი ლაბაძესთან კუთვნილ გვერდზე: "ჟამთასვლა ფოტოსურათებზე" კომპანია "ფრესკოში" არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოქვეყნების უარყოფის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

ზვავისა და მეწყერის საშიშროება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს მოსალოდნელია წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მთაში და მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს. სინოპტიკოსები ზოგან ნისლსა და ქარბუქს პროგნოზირებენ. მათი ცნობით, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. სააგენტოს განცხადებით, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება გამოიწვიოს.

 

კალაძემ ავტობუსების წარდგენა გადადო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე დედაქალაქის მერი დღეს ახალი ავტობუსების ნაკადის წარდგენას გეგმავდა, თუმცა ბაღდათის ტრაგედიის გამო ღონისძიება გადადო.


close დახურვა