logo

ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 12.11.2019

12 ნოე 201909:55
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 360
7jdzvumjwasmczt.jpg

ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ისევ გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი არც დღეს ესწრებოდა საკუთარ პროცესს, რადგან ის უნდობოობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

ევროპარლამენტართა ნაწილმა გუშინ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება, როგორც პოლიტიკური პატიმარი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ევროპარლამენტი პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს.

 

გამოფენა - ჟანდარმერია კავკასიაში

დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა "ჟანდარმერია კავკასიაში" იხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენენ როგორც ორიგინალ დოკუმენტებს, ასევე ფოტოასლებს თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდიდან, რომელიც 1839-1917 წლებში ამ ორგანიზაციაში შექმნილ წერილობით დოკუმენტებს, მეთვალყურეობის მასალებს, საიდუმლო კორესპონდენციასა და სხვა საინტერესო დოკუმენტებს აერთიანებს.

 

თბილისის თანამედროვე ბალეტის პრემიერა

რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დღეს გიორგი ალექსიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" პრემიერა გაიმართება. ოლარტის ცნობით, შესრულდება გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტები: Concerto Grosso No. 1 CONNEXION; სულხან ნასიძე-სიმფონია N5 და „ფიროსმანი“.

 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონი

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს.

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახლადარჩეული მრჩეველთა საბჭო პირველ სხდომას გამართავს. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დღეს თავმჯდომარე და მოადგილე უნდა აირჩიონ, ასევე, განიხილონ მაუწყებლის მიმდინარე საკითხები.

 

ტრამპი-ზელენსკის საუბარი

თეთრი სახლი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის სტენოგრამას დღეს გაასაჯაროებს. აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა „დემოკრატიულმა პარტიამ“ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო. „დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ამ საუბრით დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლას შეეცადა, როდესაც სთხოვა ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის საქმის გამოძიებით დაინტერესებულიყო. 

 

ქალთა ფეხბურთი: საქართველო-დანია

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩს დანიის ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა სააართველოს ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.



close დახურვა