logo
ENG



ამბები, რომლებიც 14 აგვისტოს არ უნდა გამოტოვო

14 აგვ 202009:40
3 წუთის საკითხავი
 
95z7opp6iylyngr.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 14 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების პროტესტი

 

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 27 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომას ბრალდებულების ადვოკატები აპროტესტებენ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან პროკურატურას ბრალის დამძიმებისთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად ორთვიანი ვადა ჰქონდა, ადვოკატებს კი ბრალდებულების უდანაშაულობის დასამტკიცებლად მხოლოდ 9 დღე ეძლევათ. ისინი საუბრობენ ამირხანაშვილის მეხუთედ შეცვლილ ჩვენებაზეც.

შაქარაშვილის საქმე - ოქროს მოწმემ, ამირხანაშვილმა ჩვენება მეხუთედ შეცვალა

▪️ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება

უფლებადამვველების თქმით, ის რომ ამირხანაშვილი თავისუფლების უკანანო აღკვეთაზე საუბრობს, არ შეიძლება იყოს ხუთი პირისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პროკურატურა წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატების თქმით, საქმეში სახაზინო ადვოკატის ჩართვით პროკურატურა უფლებადამცველების გაჩუმებას ცდილობს. სახაზინო ადვოკატის დანიშვნას გაგნიძის უფლებადამცველები გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრებენ.

 

ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორს, სავარაუდოდ, დღეს შეხვდება

 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, სავარაუდოდ, დღეს შეხვდება. ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველის მიხეილ რამიშვილის თქმით, თამაზაშვილს გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება მისადმი პროკურატურისგან შესაძლო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე.

ეს იყო მკვლელობა - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

▪️ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს, ადვოკატი კი დაცვას დიპლომატიური კორპუსისგან ელოდება. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მასსა და მის ო...

ამას გარდა, სავარაუდოდ ბაჩალიაშვილების ოჯახი დღესვე მიიღებს პასუხს თუ როდის ჩაერთვება საგამოძიებო პროცესში ამერიკის ფედერალური ბიურო. როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, გამოძიება ბაჩალიაშვილების საქმეში მისი ჩართულობის მიზეზითაც ინტერესდება. რამიშვილის შეფასებით ეს პროკურორის უფლებამოსილებაში არ შედის. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყება უკმაყოფილოა იმით, რომ გარდაცვალების მიზეზის საკუთარ ვერსიას, ოჯახი მყარად იცავს.

 

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

 

ისტორიული შეთანხმება დონალდ ტრამპის დახმარებით შედგა, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ისტორიული" უწოდა. შედეგად ისრაელი თავისი სუვერენიტეტის გაფართოების გეგმის განხორციელებას, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიას გულისხმობდა, შეაჩერებს.

აქამდე ისრაელს არაბეთის ყურეში არსებულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონია. ორმხრივი შეთანხმების ხელმოსაწერად მხარეების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. 

 

აჭარის ტელევიზია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სასამართლოში უჩივის

 

მაუწყებლის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიგზავნა. საქმე ეხება ქარტიის ანგარიშს,სადაც აჭარის ტელევიზიაზეა საუბარი. კერძოდ, 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსის თქმით, ქარტიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უზუსტობებზე იყო დამყარებული, რაც მიზნად ისახავდა მაუწყებლის დისკრედიტაციასა და მისი იმიჯის შელახვას.

 

პოლიციამ იმერეთში დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

 

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ იმერეთში დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. "პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

 

ისრაელმა საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა

 

ისრაელმა საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ. ამის შესახებ Globes იუწყება. 

ისრაელმა საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ. ამის შესახებ Globes იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ისრაელის „მწვანე ქვეყნების" ჩამონათვალში საქართველოს გარდა შესულია შემდეგი ქვეყნები: იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში საქართველოს გარდა შესულია შემდეგი ქვეყნები: იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

Globes-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება საჰაერო სივრცეს, სავარაუდოდ, 16 აგვისტოს გახსნის. 

 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1283 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1068 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 245 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7718 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 21 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 13.9 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 757 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა