logo
ENG



ისრაელმა საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა

14 აგვ 202009:22
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელმა საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ. ამის შესახებ Globes იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში საქართველოს გარდა შესულია შემდეგი ქვეყნები: იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

Globes-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება საჰაერო სივრცეს, სავარაუდოდ, 16 აგვისტოს გახსნის. 


close დახურვა