![ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კაცი საკუთარ სახლთან მოკლული იპოვეს](/uploads/news/lenti-patruli-1-770x433.jpg)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, კაცი საკუთარ სახლთან მოკლული იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროშ დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულის ჩამდენი პირი პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.