logo
ENG



ამბროლაურში ტყის საფარი იწვის - მობილიზებულია ორი ვერტმფრენი

09 მარ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 
zwv2noofyg1htnh.jpg

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ კრიხის მიმდებარედ ტყის ქცედა საფარს ცეცხლი უკიდია. ადგილზე მობილუზებულია სახანძრო სამსახური და 159 მეხანძრე მაშველი.  ხანძრის ქრობის სამუშაოებში ამ დროისთვის  ორი ვერტმფრენია ჩართული.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს. 

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხანძრის ჩასაქრობად ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

„გუშინ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ სოფელ კრიხში გაჩნდა ხანძარი. გუშინვე ჩართული იყო 50 მეხანძრე მაშველი. დღეის მდგომარეობით თბილისიდან დამატები ძალაა 100 მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია ცოცხალი ძალა. ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენია ჩართული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


close დახურვა