საქართველოს ხელისუფლება უმკაცრესად შეერთებული შტატების კიდევ ერთ კონგრესმენმა გააკრიტიკა. წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა საქართველოში უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
პუტინის მარიონეტი - სწორედ ასე მოიხსენია კონგრესმენმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. კონგრესმენმა ოლსენმა ივანიშვილი პოპულარული ამერიკული შოუს, "სეზამის ქუჩის" პერსონაჟს შეადარა, რომელიც საკუთარ სახლს ნაგვით ავსებს.
პიტ ოლსონმა ასევე ტვიტერის ქსელში დაწერა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გამოვიდა, რომელიც მათ ქვეყანაში მთავრობის კორუმპირებულობისა და რუსეთის გავლენების დასრულებას მოითხოვს.
"რა საერთო აქვთ უხასიათო ოსკარს სეზამის ქუჩიდა და ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს - ორივე მარიონეტია, რომელიც საკუთარ სახლს ანაგვიანებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს და გაანადგურა ადამიანის ძირითადი უფლებები. ტეხასური კომპანია საქართველოში ბურღვით სამუშაოებს წლებია ამუშავებდა და შექმა საუკეთესო სამუშაო ადგილების საქართველოსა და აშშ-ში. ეს ხდებოდა მანამ სანამ საქარტველოს ხელისუფლება ხელში ჩაიგდებდა ყველა ოპერაციას და ახლა ბურღვითი სამუშაოებიც აღარ ტარდება. პუტინი ბედნიერია, რომ გააკონტროლებს საქართველოს ნავთობს, მისი მარიონეტი კი მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. გამოღვიძების დროა. ქართველი ხალხის პროტესტის მონაწილეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით და ხმა ავიმაღლოთ თავისუფლებისთვის საქართველოში",-განაცხადა ოლსონმა.