დაპირისპირება შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში - მანჰეტენის პროკურორი, რომლის გადადგომის შესახებაც გუშინ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, ამბობს, რომ თანამდებობა არ დაუტოვებია.
ჯეფრი ბერმანი დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკ კოენის წინააღმდეგ საქმეს უძღვებოდა. მისივე დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას ტრამპის ამჟამინდელი იურისტის რუდი ჯულიანის წინააღმდეგაც. გავრცელებულ განცხადებაში პროკურორი წერს, რომ იმ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ კონგრესი მის შემცვლელს დაამტკიცებს.
მომხდარის შემდეგ დემოკრატებმა ქვეყნის გენერალური პროკურორი იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიზებაში დაადანაშაულეს.