logo
ENG



ამერიკის საელჩო საქართველოში: ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას

17 აპრ 202021:53
3 წუთის საკითხავი
 
ms4mec1t0qqbfqk.png

ამერიკის საელჩო საქართველოში შეშფოთებულია უკანონო ბორდერიზაციით, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აწარმოებს. ამის შესახებ განცხადებას საელჩოს facebook გვერდი ავრცელებს. 

ამერიკის საელჩო საქართველოში გმობს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე.

საელჩო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყონებლივ შეაჩერონ ნებისმიერი კონსტრუქციის, ღობისა თი ბარიერის აღმართვა რაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის" განმტკიცებასა თუ გაფართოებას ემსახურება.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია" რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან. ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის" განმტკიცებასა თუ გაფართოებას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 


close დახურვა