logo
ENG



ამერიკის სანქციების სიაში ბულგარელი მოსამართლე მოხვდა

06 თებ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმერ პლაჰოტნიუკის შემდეგ შეერთებული შტატების სანქციების სიაში ბულგარელი მოსამართლე მოხვდა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ანდონ მილატოვსა და მის ცოლ-შვილს სანქციები კორუფციისთვის დაუწესა და ამის შესახებ ტვიტერის სოციალურ ქსელში დაწერა. მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მილატოვის კორუფციული ქმედებები ბულგარეთში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ანადგურებს.

"მიღებული ზომები არის ძლიერი სიგნალი, რომ შეერთებული შტატები კორუფციასთან ბრძოლაში ბულგარეთის გვერდით დგას", - წერს მაიკ პომპეო

 


close დახურვა