logo
ENG



ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართვლოში ჩამოვიდა

29 იან 202018:15
3 წუთის საკითხავი
 
d346ev00khgrrrx.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართვლოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო საქართველოში „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ. მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს საქართველოში ამერიკის ელჩად კელი დეგნანი დაინიშნა. მანამდე დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველი იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. დეგნანს ასევე, ეკავა დიპლომატიური თანამდებობები თურქეთში, კოსოვოში, ავღანეთსა და იტალიაში. ის აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო. ფლობს იტალიურ, ფრანგულ და თურქულ ენებს. დეგნანი ერთ-ერთი პროფესიით ჟურნალისატია.


close დახურვა