logo
ENG



ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი დაიწყო

05 ნოე 201908:45
3 წუთის საკითხავი
 
c8k43s68z8aspq2.png

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი დაიწყო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განცხადება უკვე შეიტანა. შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება ერთი წლის ვადაში ამოქმედდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ კამპანიაში შეერთებული შტატები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაინც ჩაერთვება. პარიზის კლიმატის შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში, საფრანგეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს. დოკუმენტი 195 ქვეყანას აერთიანებს. 


close დახურვა