logo
ENG



ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება მიმდინარეობს

23 ნოე 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

ჯო ბაიდენმა უკვე შეარჩია სახელმწიფო მდივნის კანდიდატურა და გავრცელებული ცნობით, ამ პოსტს ვეტერანი დიპლომატი ენტონი ბლინკენი ჩაიბარებს.ბლინკენს მრავალი წლის განმავლობაში, 2 ადმინისტრაციაში ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები. კლინტონის ადმინისტრაციაში ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე იყო და ევროპის საქმეები ებარა. ბლინკენმა ობამას ადმინისტრაციაშიც იმუშავა. ის პრეზიდენტის თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იყო. ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ტონი ბლინკენი ახდენდა უკრაინაში აგრესიაზე ამერიკის საპასუხო პოლიტიკის ფორმირებას და იყო კრემლის გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების აქტიური მხარდამჭერი.

ტონი ბლინკენის გარდა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ასევე მოიაზრებდნენ სენატორ ქუნსს, დელავერის შტატიდან და ამერიკის ყოფილ ელჩს გაეროში, სიუზან რაისს


close დახურვა