logo
ENG



ამერიკული კინოსტუდიები რუსეთისთვის ფილმების მიწოდებაზე უარს ამბობენ

02 მარ 202202:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/hv4nnnah97j7oad.png

ამერიკული კინოსტუდიები რუსეთისთვის ფილმების მიწოდებას წყვეტენ. ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელიც გადაწყვეტილებას შეუერთდა Universal Pictures-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფილმების კინოგაქირავება შეაჩერეს Disney-მ, Warner Bros-მა, Sony-მ და Paramount-მა.

"უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის გამო Universal Pictures აჩერებს რუსეთში დაგეგმილ კინოჩვენებებს", - ნათქვამია სტუდიის განცხადებაში.

Disney-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩვენებებს წყვეტდა. Warners და Sony კი მალევე შეუერთდნენ აღნიშნულ ნაბიჯს. მოსალოდნელია, რომ Warners დიდ შემოსავალს დაკარგავს, რადგან ბეტმენის ახალი ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტია.

როგორც Hollywood Reporter აღნიშნავს, სტუდიებმა კინოგაქირავების შეწყვეტაზე მას შემდეგ განაცხადეს, რაც ევროკავშირმა რუსეთის SWIFT-დან გათიშვა გადაწყვიტა. SWIFT-ის გარეშე სტუდიები ვერ მიიღებს ფულს რუსეთში თავისი პარტნიორი დისტრიბუტორებისგან.


close დახურვა