logo
ENG



ამერიკულ ბიზნესზე ზეწოლა გრძელდება - ფრონტერა საქართველოს მთავრობას მუქარაში ადანაშაულებს

28 ივლ 202020:25
3 წუთის საკითხავი
clock 993

ფრონტერა საქართველოს მთავრობას მუქარაში ადანაშაულებს. კომპანია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ ოფიციალურ პირებს და მედიას სრულ სურათს უმალავს და არწმუნებს, რომ კომპანიას საქმიანობის გაგრძელების უფლებას აძლევს, სინამდვილეში კი აფრთხილებს, რომ კვლავ შეეცდება კონტრაქტის გაწყვეტას.

ფრონტერას განცხადებით, სიცრუის სამთავრობო პროპაგანდაში ამერიკაში საქართველოს საელჩოცაა ჩართული. მწვავე მხილებაზე საპასუხოდ, ქართული ოცნებას არბიტრაჟის გადაწყვეტილება მოჰყავს, რომელსაც მხარეები განსხვავებულად კითხულობენ. 

ოპოზიცია მთავრობის მხრიდან კორუფციულ ინტერესებს ხედავს და იმის გამო აკრიტიკებს, რომ საარბიტრაჟო დავის საკითხი სრულიად ბუნდოვანია. მათი შეფასებით ფრონტერას მიმართ მთავრობის დამოკიდებულება მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა არ არის და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აზიანებს.

პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ფრონტერასთან კონტრაქტს არ შეწყვეტს. მანამდე ამერიკული კომპანიის შევიწროების გამო ხელისუფლება არაერთხელ გახდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკის ობიექტი.

ოპოზიციის შეფასებით, სწორედ ამის გამო მოუწია მთვრობას კომპანიასთან დათმობაზე წასვლა. შეასრულებს თუ არა ხელისუფლება ფარული წერილის მუქარას, ჯერ უცნობია. ფრონტერა ამ წერილის გასაჯაროებას გეგმავს, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კი კიდევ უფრო კრიტიკულ განცხადებებს უახლოეს დღეებში ელოდება.

 

 

 

 

 

 


close დახურვა