logo
ENG



ამირანთან პოლიცია კვლავ მობილიზებულია

10 ნოე 201917:29
3 წუთის საკითხავი
 
txjyrafufcvm01t.jpg

კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისათვის უკვე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველებმა საპრემიერო ჩვენების მესამე დღეს მაყურებელის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.

კინოსურათის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საღამოს 8-ის ნახევარზე უნდა დაიწყოს. მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან აქციის მონაწილეები, თუმცა რადიკალური ჯგუფების ლიდერებმა კინოთეატრთან შეკრება უკვე დააანონსეს.

 


close დახურვა