logo
ENG



ამომრჩეველზე ზეწოლა აჭარაში - პროკურატურას გამოძიება ჯერ არ დაუწყია

23 ივნ 202020:15
3 წუთის საკითხავი
clock 370

სკანდალური დეტალები „ფორმულას“ მიერ გაშიფრულ სავარაუდო მოსყიდვის სქემაში - უკვე მეორე დაკავებული მოჭიდავის ცოლმა უჩვენა „ფორმულას“ ქვითარი, რომლის მიხედვითაც 2000 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება ჩაერიცხა. ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. 

ზეწოლა ამომრჩეველზე, - სავარაუდოდ სწორედ ამ შეფასებით მოხვდება სადამკვირვებლო მისიების ანგარიშში აჭარაში მომხდარი. „ფორმულას“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამა და პოლიციის უფროსი მოჭიდავეებს არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ თანხასა და პრივილეგიებს სთავაზობდნენ.

ბიუჯეტიდან ჩარიცხული 2000 ლარის მიზნობრიობის დადასტურებას სახელმწიფო ხაზინისგან მოითხოვს სადეპუტატო შეკითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.


close დახურვა