logo
ENG



ამ ბოქლომის გასაღები არის ხალხის ხელში - გიორგი ვაშაძე ე.წ. ბოქლომების აქციაზე

21 ნოე 201912:12
3 წუთის საკითხავი
 
agekuo0j1cwpt9w.jpg

"მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტს უკანონო ქმედებები ვერ გააჩერებს", ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიასთან გააკეთა, სადაც ე.წ. ბოქლომების აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ვაშაძის თქმით, ბოქლომის გასაღები, რომელიც სახელმწიფო უწყებებს ედება, ხახლის ხელშია.  

"შევძელით კანცელარიაზე დაგვედო ბოქლომი ნიშნად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებული აქვს "ოცენებას" და ამ ბოქლომის გასაღები არის ხალხის ხელში და ხალხის ძალა მოიყვანს მათ გონზე. ეს პროცესები ვირუსულია,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

მან მოუწოდა მოსახლეობას ორშაბათს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც ვაშაძე განმარტავს, მობილიზება დაწყებულია როგორც ადგილობრივ ახალგაზრდობაში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში და პროტესტი კიდევ უფრო დიდ სახეს მიიღებს. აქციის პარალელურად კი პრემიერის სახელზე მთავრობის კანცელარიაში შევიდა განცხადება სახელწოდებით: "მაინც დაგაბოქლომებთ". 

"ისინი იპარავენ ხალხის ფულს, ჩვენ ვიცით როგორ ვუშველოთ ხალხს გაჭირვებაში. პრემიერის სახელზე სევიდა განცხადება "მაინც დაგაბოქლომებთ. " 


close დახურვა