logo
ENG



RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი: მერაბ დვალიშვილი ჩვენთან, აბუ-დაბიში, დაბრუნდა

13 ნოე 202618:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/13/vcn177tvhtu5jv3.png

Real American Freestyle-ის აღმასრულებელლმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩედ ბრონსტეინმა, RAF Wrestling-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში დაბრუნდა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი ჩვენთან, აბუ-დაბიში, დაბრუნდა.

გვინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ აბუ-დაბის შესაბამის ორგანოებს მათი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ კვლავ მომავალზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთანაა", - ნათქვამია განცხადებაში.

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს — ისინი 50-50 ათასიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ინფორმაციას croco.ge ავრცელებს.


close დახურვა