ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.