logo
ENG



ანაკლიის პროექტს მუშაობა სჭირდება და არა პერფორმანსი - მაია ცქიტიშვილი

22 ოქტ 201914:08
3 წუთის საკითხავი
 
27i23w8gmv28ou2.jpg

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში მისვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტს მუშაობა სჭირდება და არა პერფორმანსი.

როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები გაიმართება სამუშაო ფორმატში, რაც ორივე მხარეს საშუალებას მისცემს პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი იპოვოს.

„ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს მოვძებნოთ ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატების ნაწილი მოითხოვს ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია მოსმენა გაიმართოს. 

 


close დახურვა