გუშინ გვიან ღამით, ანაკლიის საკარანტინე სივრციდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მათ covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. ორივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
მამაკაცს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხოლო მეორე პაციენტის კვლევის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.