ვარკეთილში ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათი თქმით, ადგილზე მუშები არიან მობილიზებული, გარდა ამისა, ელოდებიან სამშენებლო ტექნიკასაც.
მოსახლეობის თქმით, ისინი კომპანიას მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. ამ წუთებში ანას ბაღის ტერიტორიაზე, მოსახლეობის მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.