იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, სადაც მან ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. დოლიძემ გვრიტიშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა, თუმცა პირველ ინსტანციაზე დავა წააგო.
„თუ მე, იუსტიციის საბჭოს წევრს, ასე მდუმარედ, ყველა კანონის დარღვევით უგულებელმყოფენ, რას უშვება ეს ხალხი ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი დავები. მართლაც ჭასავითაა აქ გაგზავნილი საქმეები, კენჭივით, რომელიც ჩავარდება ჭაში. იქიდან ხმა არ გვესმის, პასუხი არ არის, ცალმხრივი პროცესია. ჩემ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია კანონი და დააგვიანა რამდენიმე თვით, მაგრამ დააგვიანა იმიტომ რომ, ამასობაში მოხდება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება კლანის მოსამართლეებით, რომლებიც საბოლოო ჯამში მერე გვრიტიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, უკვე ერთი წელია ანა დოლიძე წამოწყებული დავის განხილვას ელოდება.