logo
ENG



ანა ლიურმანი: მოვუწოდებ ოცნებას, ეროვნულ დონეზე დაიწყოს დიალოგი რელევანტურ პირებთან

17 დეკ 202414:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/17/2a8i7qa97os6jzm.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ოცნებამ საქართველოში ყველა რელევანტურ პირთან ეროვნული დიალოგი უნდა დაიწყოს.

ამასთან, ლიურმანმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობის მიმართ შეშფოთება გამოხატა.

"შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით რომელიც საქართველოში ვნახეთ. ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებელია.

დღეს ვისაუბრებთ საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სადაც დავგმობთ ოცნების ქმედებებს. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრუტალურ ძალადობაზე და მიდგომაზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მოვუწოდებ ოცნებას, დაიწყოს ეროვნულ დონეზე დიალოგი რელევანტურ პირებთან საქართველოში. რადგან აშკარაა, რომ მათი ამჟამინდელი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა ლიურმანმა.

 

 


close დახურვა