logo
ENG



ანგარიშსწორება ოცნების მეთოდებით - შაბათის ფორმულა

25 ნოე 202321:13
3 წუთის საკითხავი
 

ანგარიშსწორება ქართული ოცნების მეთოდებით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცი, რომელსაც სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლო სხდომაზე ღიად ამბობს, რომ ის, მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერის, არჩილ თალაკვაძის პირადი პატიმარია. ლევან კაკუბერი, გასულ წელს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ყვავილების ჯიხურიდან ამოღებული ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მსჯავრდადებული, შაბათის ფორმულას უყვება, რომ ჯიხური, საიდანაც აკრძალული ნივთიერება ამოიღეს, მას არ ეკუთვნოდა და კრიმინალურ პოლიციას მისამართი, მიზანმიმართულად, შეცდომით მიუთითა. 


close დახურვა