logo
ENG



ანდრეი ერმაკის განცხადებით, ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია "პროპაგანდისტული შოუა"

19 ოქტ 202215:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/id9ge9s1zmqxc3x.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ხერსონის მაცხოვრებლები "ქალაქის დაბომბვის შესახებ ყალბი ცნობით" და მოაწყოს "ევაკუაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული შოუ."

მან ამას "პრიმიტიული ტაქტიკა" უწოდა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.

ხერსონში მაცხოვრებლების "ორგანიზებული მოძრაობა" დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, სადაც დროებითი განსახლების ობიექტებია განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანამდე ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებდნენ 50-60 ათასი მოსახლის გადაყვანას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და რუსეთის რეგიონებში.

ასევე, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას გაუგზავნა SMS შეტყობინებები ხერსონის ორგანიზებულად დატოვების შესახებ და გაფრთხილება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ დაბომბვას საცხოვრებელ ადგილებში."

უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" მიღების ვარიანტი არ შეიძლება გამოირიცხოს, რადგან მისივე შეფასებით ხერსონში მდგომარეობა "რთულია."


close დახურვა