logo
ENG



ანექსირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაცია მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

19 ოქტ 202211:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/2bm7z6tz8odfike.png

ანექსირებული ხერსონის ადმინისტრაცია მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. ოკუპანტები მოქალაქეებს "უკრაინის მხრიდან დაბომბვის" შესახებ აფრთხილებს. მოწოდება ტელეფონის შეტყობინებებითაც დააგზავნეს.

ხერსონის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ სტრეუმოსოვმა Ria Novosty-ს განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ფრონტზე ძალები განალაგეს.

"საუბარია თავდაცვით პროცესზე. ქალაქი ხერსონი ციხესიმაგრედ იქცევა", - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ ანექსირებული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას "ორგანიზებულად გადაიყვანდნენ" დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. სიაში ხერსონის ოლქი არ იყო. სალდომ თქვა, რომ ჯამში მარცხენა სანაპიროზე 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა იგეგმება.


close დახურვა