ანიტა რაჭველიშვილის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭველიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უცხო პიროვნება მის ნათესავს მაშინ დაესხა თავს, როდესაც შუქნიშანზე მანქანით იყო გაჩერებული.
მისივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს პოლიციაც შეესწრო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.
"ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ.
მანქანით იყო შუქნიშანზე და ვიღაცა კაცი შეუხტა მანქანაში. მოახერხა და გააგდო მანქანიდან და ეგრევე დაძრა მანქანა. აღელვებისგან ვერ მშვიდდებოდა და იქვე გააჩერა რომ დამშვიდებულიყო. ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა “გამიღეო”. ბოლოს მოიკრიბა ძალები, დაქოქა მაქანა და გაიქცა. შეშინებული და აბსოლუტურ შოკში.
გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში ეს კაცი შუშაზე, რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა, დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა!
ბრავო ჩვენს უმაქნის პოლიციას და ბრავო სუფრაზე ვაჟკაცები ვინც ხართ და ქუჩაში ლაჩრები!
აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე!უბრალოდ ის არ იციან რომ მე ვერაფრით შემაშინებენ!
დასკვნები თქვენ გამოიტანეთ!
(ძაააალიან დიდი იმედი მაქ რომ უბრალოდ ვიღაცა გიჟი იყო,აი თქვენთვისვე აჯობებს)
ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს!
(კიდევ ერთხელ ვიმეორებ,დიდი იმედი მაქვს რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ),"- წერს ანიტა რაჭველიშვილი.