logo
ENG



ანი შაქარაშვილი ახვლედიანს: შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია

07 ივლ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი მისი ძმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და კონკრეტულ ჩვენებაზე საუბრობს. საქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვახტანგ ახვლედიანი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი არ ყოფილა და მან თავდაპირველი ჩვენების შემდეგ, პოზიცია შეცვალა. 

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს !!! ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც
,, დაზარალებულად " არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ
თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში!!! შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია"-წერს საქარაშვილი.


 

 


close დახურვა