ანსამბლი „სუხიშვილები“ Facebook-ზე კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება და დროებით რეპეტიციებს წყვეტს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასწავლო პროცესის შეწყვეტის პარალელურად, დასვენების დღეებში ანსამბლის ყველა ფილიალში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
"კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, სკოლებში, პროფილაქტიკის მიზნით, სასწავლო პროცესი შეწყდება 2 მარტიდან 16 მარტამდე!
ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, ჩვენც ვიზიარებთ მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და ვწყვეტთ სარეპეტიციო პროცესს, აღნიშნული ვადით! ამ ხნის განმავლობაში, პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენს ყველა ფილიალში ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები. ამ 2 კვირის განმავლობაში გაცდენილი რეპეტიციები, ჩვენი მხრიდან აუცილებლად ანაზღაურდება. ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ", - წერია განცხადებაში.