logo
ENG



ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას იწყებს

27 თებ 202417:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/r8qoomdju4b7fpl.jpg

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ბიუროს განცხადებით, შემოწმება საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო.

როგორც ბიუროში აღნიშნავენ, "დასაბუთებული განცხადებით" მომართვის საფუძველზე, ბიუროს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმონ.

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს პროცესი იმისთვის მოიგონეს, რომ თავისი კორუმპირებულობა დამალონ.

"საერთოდ არ მაქვს პრობლემა. როდესაც ქოცები გმართავენ, ქოცები გნიშნავენ, იცი როგორ ხდება ქვეყანაში კორუფციის ამბავი და ჩემით იწყებ, რომელსაც კაპიკი არ უშოვია მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვიდა, პირიქით, ჩემი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, ამ დროს ვხვდები, რა ტიპის ფარისევლები არიან", - აცხადებს ხვიჩია.

სიაში არიან პარლამენტის დეპუტატები - თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ბოტკოველი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოდაბრელიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, იაგო ხვიჩია, თეიმურაზ ჯანაშია. საკრებულოს დეპუტატები: ირაკლი ნადირაძე, სოფიო ჯაფარიძე, სალომე კობალაძე, საბა ბუაძე და ცოტნე კობერიძე.

ანტიკორუციული ბიურო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში შეიქმნა.

ბიურო ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება და საქმიანობის შესახებ ანგარიშებსაც სწორედ მათ წარუდგენს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს 6 წლის ვადით საქართველოს პრემიერმინისტრი ნიშნავს, კანდიდატურებს კი – ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია შეარჩევს.


close დახურვა