საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. დღეს საშემოდგომო სესია გაიხსნა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ბოიკოტის შესახებ რამდენიმე წერილი მიიღეს.
დღევანდელ სხდომებს არ ესწრებიან - ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ჯგუფი ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ევროოპტიმისტები, პოლიტიკური ჯგუფი თავისუფლება, პოლიტიკური ჯგუფი ლელო, პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეები და პოლიტიკური ჯგუფი რეფორმების ჯგუფი.
"დიდი ალბათობით, რომელიღაც კონფერენციაზე არიან კოლეგები უცხოელებთან ერთად ქართველი ხალხის მსახურებას მათ ალბათ ამჯობინეს კონფერენციაზე დასწრება და იქიდან საქართველოს გმობა"- თქვა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიას დაგეგმილი აქვს, რომ მიმდინარე კვირაში ანტი ლგბტ და ამნისტიის შესახებ კანონპროექტები განიხილოს.