logo
ENG



ანტიკრიზისული გეგმის წარმატების ქართული ოცნების ყოფილ წევრებსაც სჯერათ

25 აპრ 202019:41
3 წუთის საკითხავი
 

"საარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად შექმნილი გეგმა" - ოპოზიციური სპექტრი გახარიას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებაში ერთიანი იყო.

პოლიტიკურმა ლიდერებმა დღეს ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები და ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკეს. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი პანდემიის გამო შექმნილი კრიზისით სარგებლობს და საარჩევნო კამპანიას ბიუჯეტის ფულით ატარებს, რეალურად კი ამ გეგმას ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებასთან არაფერი აკავშირებს. 

ერთადერთი პარტია საქართველოში, სადაც სჯერათ, რომ  მთავრობა ამ  ანტიკრიზისული გეგმმით მოაქლაქეების მძიმე ვითარებიდან გამოყვანას შეძლებს - "ქართული ოცნებაა".

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ გეგმა, რომლის მომზადებაც დაგვიანდა, არ ეხება მოქალაქეების ყველა კატეგორიას. ოპოზიციის შეფასებით, გეგმა არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, არ მოიცავს რეალურ ნაბიჯებს და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად არის შედგენილი.

ანტიკრიზისული გეგმის წარმატების არ სჯერათ არც "ქართული ოცნების" უკვე ყოფილ წევრებს. 

პოლიტიკური მიზნებს ხედავს ანტიკრიზისულ გეგმაში არასაპარლამენტო ოპოზიციაც და მას არჩევნებს უკავშირებს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საბიუჯეტო თანხა არასწორად ნაწილდება.

ოპოზიცია დარწმინებულია რომ ასეთი მიდგომები ქართულ ოცნებას არჩევნებს ვერ მოაგებინებს. პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის გადახედვა მოუწევს, როცა მის არაეფექტიანობაში თავადაც დარწმუნდება. 


close დახურვა