კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტული გზავნილი. რუსეთში, სადაც მცირერიცხოვანი აქციების გამართვასაც კი ვერავინ ახერხებს, დაღესტანში ორგანიზებული ანტისემიტური გამოსვლა მოსკოვმა უკრაინას დააბრალა. რუსეთის ხელისუფლების ეს ბრალდება ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.
