logo
ENG



არავინ აპატიებს ივანიშვილს ხალხის გადაგდებას- აკო მინაშვილი

14 ნოე 201914:52
3 წუთის საკითხავი
 
sy5k9ypm20lx5wj.jpg

არავინ აპატიებს ივანიშვილს ხალხის გადაგდებას-ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობსი" წევრი აკო პროპორციული არჩევნების ჩაგდებას მოვლენებს. მისი თქმით, იავნიშვილის ძალაუფლებრივი მმაღთველობა უნდა დასრულდეს.

​"თქვენ ნახეთ საზოგადოების ერთსულოვნება და არავინ აპატიებს ივანიშვილს ხალხის გადაგდებას. ნახეთ, რომ უმრავლესობაშიც დაიწყო რყევა. ესაა პირიდაპირი გზა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულისკენ. ოპოზიცია და საზოგადოება პროტესტის ყველა ფორმას მიმართავს, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა. მათ მოუწევთ პასუხის გება. "ოცნებას" არანაირი სცენარი აღარ დარჩა. მას გამოსავალი აღარ აქვს. ეს იყო ივანიშვილის დადგმული შოუ",- აცხადებს მინაშვილი. 


close დახურვა