logo
ENG



არანაირი არჩევნები ოცნებასთან, უნდა წავიდეთ სახალხო დაუმორჩილებლობის გზით - გედევან ფოფხაძე

14 ნოე 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
0vtgdrq3gi74pxo.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ არანაირ ვადამდელ არჩევნებზე „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი არ შეიძლება და საზოგადოება სახალხო დაუმორჩილებლობის გზით უნდა წავიდეს.

როგორც მან პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა, ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის და ამას ხელი საზოგადოებამ უნდა შეუშალოს.

„ეს იყო უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი. ეს არის წინაპირობა, ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია. საქართველო მიდის დიქტატურისკენ, ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და შევუნარჩუნოთ ქვეყანას დემოკრატიული გზა. საუბარი ვადამდელ არჩევნებზე, გამორიცხულია. ოცნებასთან ერთად არანაირ არჩევნებზე არ უნდა გავიდეთ, ჩვენ უნდა წავიდეთ სახალხო დაუმორჩილებლობის გზით. თუ გვინდა მომავლის გადარჩენა, საერთო პირი უნდა შევკრათ და დიქტატურას აღუდგეთ წინ. უნდა დაველაპარაკოთ საერთაშორიო პარტნიორებს. არჩვენები იქნება იმაზე უარესი, რაც ეს ორი დღე იყო“, - განაცხადა ფოფხაძემ.


close დახურვა