logo
ENG



არასამთავრობოები საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ

17 დეკ 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
n1nuzs9ijddpk0k.jpg

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან" ერთად ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" პრეზენტაცია გამართა.

პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ. შეფასება გამოყენებულ იქნება როგორც მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, რომელიც გადაამოწმებს საქართველოს მთავრობის ანგარიშს.

შეუსრულებელი ვალდებულებების გამოკვეთისთანავე, პროექტის გუნდი შეისწავლის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს და წარმოადგენს მათი გადაჭრის გზებს.

„2014 წლიდან ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს საქართველოში. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ კომპონენტი, რომელიც საკმაოდ აკლია საჯარო ადმინისტრირების პროცესს ეს არის სამოქალაქო მონიტორინგი და სამოქალაქო ჩართულობა. ეს იქნება ის ძირითადი მიმართულება, რის მიმართულებასაც ჩვენ ვაპირებთ ამ პროექტის ფარგლებში,“ - განაცხადა IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.


close დახურვა