logo
ENG



არასამთავრობოები ფილმზე: ეს პროცესები უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს

08 ნოე 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
z20davrlw70n9s0.png

არასამთავრობო ორგანიზაციები ქრთულ-შვედური გეი დრამის ჩვენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებენ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები თავად წაახალისა და გააჩინა დაუსჯელობის სინდრომი. 

„დღეს მთავარი მოლოდინი სამართალდამცავი უწყებებისთვის არის სწორედ ეს, რომ არ მისცეს რომელიმე ჯგუფს შესაძლებლობა, რომ კანონის ფარგლებს გაცდნენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა უფრო ფართო სურათში თუ შევხედავთ მოვლენებს, რადიკალური ჯგუფების გაძლიერება არის შედეგი სახელმწიფოს მხრიდან საჯარო რიტორიკა, რაც ჰქონდა სახელმწიფოს სხვადასხვა საკითხებზე, ასევე არაეფეტქური და არათანმიმდევრული მიდგომები რადიკალური და ხშირად ძალადობრივი ჯგუფების მიმართ და ამ მიდგომებმა შეიძლება გააჩინა დაუსჯელობის სინდრომიც,“,- განაცხადა გურო იმნაძემ

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტში კი, ჰომოფობიური და ძაალადობრივი ჯგუფების უკან პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ.

"ფილმის გარშემო მიმდინარე პროცესები უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. აშკარაა, რომ ამ ჯგუფებს სურთ მომავალში პარლამენტში მოხვედრა და პოზიციონირებას აკეთებენ საკუთარ იდეოლოგიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჯობია უფრო მკაცრად მოახდინოს პრევენცია და გააფრთხილოს ეს ჯგუფები, რომ არ მოხდეს არანაირი რადიკალიზაცია," - განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

 

 


close დახურვა